11 წლიანი მმართველობის შედეგები და ქვეყნის წინსვლა – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს აფასებენ

11 წლიანი მმართველობის შედეგებს, რომელიც კონკრეტული ციფრებითა და არგუმენტებით იყო გამყარებული – ეკონომიკის მინისტრი, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარ მიღწევას უწოდებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვრცელ ანგარიშში მოყვანილმა მზარდმა ეკონომიკურმა ინდექსებმა, ინფლაციასთან ბრძოლამ, გასამმაგებულმა ბიუჯეტმა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ, ვიცე-პრემიერს კიდევ უფრო პოზიტიური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა მისცა.
ეკონომიკური კეთილდღეობისა და შემოსავლების ზრდა რომ ქვეყნის ევროინტეგრაციასთან პირდაპირ კავშირშია, ამაზე აქცენტი პრემიერ-მინისტრის შემდეგ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა. რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის სწორ საგარეო ვექტორსა და პრიორიტეტებზე მიუთითებს.
ს ანგარიშში, განსაკუთრებული აქცენტი თავდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასავლელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებასაც დაეთმო. ათასობით კილომეტრი გზის დაგება და რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა – მინისტრების თქმით, იმ მიღწევების დასტურია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში, გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, 80 მილიარდამდე გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი და 28 მილიარდიანი ბიუჯეტი – ოპოზიციისთვის საკმარისი მიღწევა არ აღმოჩნდა. ოპონენტებმა, დღეს პრემიერის ანგარიში დაიწუნეს, თუმცა რომელიმე კომპონენტის გასაბათილებლად, რეალური კონტრარგუმენტი არ მოუყვანიათ.
ოპონენტებისგან განსხვავებით, პრემიერის გამოსვლიდან, ბევრი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი გამოარჩიეს მმართველი პარტიის ლიდერებმა. მათი თქმით, ეკონომიკური და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო, რეგიონსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია, რაც ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა. ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, იუსტიცია, კულტურა, სპორტი – ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც პოლიტიკოსების თქმით, ქვეყანა გეომეტრიული პროგრესიით განვითარდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებას წლის ბოლოს ვრცელი ანგარიში ჩააბარა. პრემიერ-მინისტრმა, 2 საათიანი გამოსვლის დროს, განსაკუთრებული აქცენტი “ქართული ოცნების” 11-წლიანი მმართველობის შედეგებზე გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს

რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როდესაც ჯერ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა