არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება

უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევა არის არასერიოზულობა და საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს.
„ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს არ ვიცი. არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, აქ არასერიოზულობაც არ არის მთავარი პრობლემა, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან 2 საბაბით, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე, ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას