სტილი უცვლელია – ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ისე როგორც ყოველთვის, ყველაზე ხშირად ბიძინა ივანშვილზე საუბრობდა და ყველა – არარსებულ და რეალურ წარმატებასაც მხოლოდ ქართულ ოცნებას მიაწერდა. პრემიერ მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ორ საათს გაგრძელდა. და მთელი ამ დროის განმავლობაში მთავრობის მეთაურმა ისეთ მიღწევებზე ისაუბრა, რომლების დაჯერებაც მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრებს შეუძლიათ.
მაგალითად, პრემიერმინისტრი საუბრობდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და, მისი თქმით, ამ ზრდის წყალობით საქართველოში 500 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. საუბრობდა ევროპულ სტატუსზე – რომლის მიღებაც ცალსახად ქართველი ხალხის დამსახურებაა, მაგრამ ღარიბაშვილს სხვა პოზიცია აქვს. და საუბრობდა “ქართული ოცნების” დახმარებით მიღწეულ მშვიდობაზე – რომლის პირობებიც რუსი ოკუპანტები ქართველებს კლავენ.