“მივესალმები ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას” | ზელენსკი

“მივესალმები ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. რუსული ბრილიანტების სრული აკრძალვა; არსებული სანქციების ხარვეზების დახურვა; ორმაგი დანიშნულების საქონლისა და სხვა ნივთების იმპორტის შეზღუდვები, რომლებიც რუსეთს ყოველწლიურად 2,2 მილიარდი ევროს მოგებას აძლევს და ეხმარება მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებაში. აგრესორმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს, რომ ზეწოლა თავისუფალი სამყაროდან, ისევე როგორც აგრესია, იზრდება. ასევე, მნიშვნელოვანია სანქციების არსებული რეჟიმების ეფექტიანად აღსრულება. ვერც აგრესორმა და ვერც რომელიმე კრიმინალმა, რომელიც მხარს უჭერს მას სანქციების თავიდან აცილებაში, ვერ უნდა შეძლოს შეზღუდვების თავიდან აცილება.” – წერს ზელენსკი.
I welcome the adoption of the 12th EU sanctions package against Russia.

Full ban on Russian diamonds; closing loopholes in existing sanctions; import restrictions on dual-use goods and other items, which provide Russia a total of €2.2 billion in profits every year and assist…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 18, 2023