„სელფი მობაილის“ ლოიალობის პროგრამა მუდმივად ასაჩუქრებს

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, ადგილობრივი ტელეკომ ბაზრისთვის უპრეცედენტო, მომხმარებლის ლოიალობის პროგრამა დანერგა. ინფორმაციას ამის შესახებ „სელფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამაში უკვე გაერთიანებულია მომხმარებლისთვის არაერთი საყვარელი ბრენდი, ბევრ სხვადასხვა კატეგორიაში: კვება, სპორტი, გართობა, თავის მოვლა, მაღაზიები, მოგზაურობა და სხვა.
„შეთავაზებები მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბრენდებს. ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად დამატებით არაფერია საჭირო და ის ავტომატურადაა ხელმისაწვდომი MyCellfie აპლიკაციის ყველა მომხმარებლისთვის. პარტნიორებისა და შეთავაზებების სია მუდმივად იზრდება.
პროგრამა Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროდუქტია, რომლის ადაპტაციაც „სელფი“ მობაილმა ადგილობრივი ბაზრისთვის მოახდინა. ლოიალობის პროგრამა სელფი მობაილსა და Vodafone Group -ს შორის დეკემბერში გაფორმებული პარტნიორობის პრაქტიკული შედეგია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება