მზია ამაღლობელის წერილი სასამართლო დარბაზიდან

მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას, – ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი.
ჟურნალისტი წერს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
“არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – წერს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.(ფორმულა)

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა