SMH Sports-ი ცენტრალურ აზიაში სპორტის ინდუსტრიაში საქმიანობას აფართოებს

SMH Sports-ი ცენტრალურ აზიაში სპორტის ინდუსტრიაში საქმიანობას აფართოებს – ლეგენდების მატჩები, ევროპის წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ცენტრალურ აზიაში და თანამშრომლობის ახალი ეტაპი.
2018 წელს SMH Sports-მა, Setanta Sports-თან დააინიცირა არხების ლოკალიზების იდეა ყაზახეთში, ისევე, როგორც ეს საქართველოში მოხდა 2016 წელს. აღსანიშნავია, რომ SMH Sports-მა ხსენებული პროექტის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რის შემდეგაც SMH Sports-ი Setanta Sports-ის სტრატეგიული პარტნიორი გახდა ყაზახეთში.
2021 წელს, SMH Sports-მა პარტნიორული შეთანხმება გააფორმა Setanta Sports-თან, რათა არხების ლოკალიზება ამჯერად უზბეკეთში მომხდარიყო. დღეისათვის Setanta Sports-ი ნომერ პირველი სპორტული მაუწყებელია უზბეკეთში.
2024 წელს, SMH Sports-მა იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან მიაღწია შეთანხმებას ყაზახეთისა და უზბეკეთის ფრენჩაიზებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის აქტიური მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში La Gazzetta dello Sport-ი ყაზახეთსა და უზბეკეთში დაიწყებს ოპერირებას.
SMH Sports-ი ფეხბურთის მოყვარულთათვის 2025 წელს ყაზახეთსა და უზბეკეთში, ლეგენდების მატჩებს ჩაატარებს.
კლარენს ზეედორფი, ხავიერ ძანეტი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, დუგლას მაიკონი, ბერბატოვი, ზე რობერტო და სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩების ხილვა გულშემატკივრებს ყაზახეთსა და უზბეკეთში შეეძლებათ.
ტურის პირველი შეხვედრა ასტანაში, ასტანა არენაზე, ყაზახეთის ეროვნული ფეხბურთის დღეს, 25 აპრილს გაიმართება. ტურის ეგიდით, ყაზახეთში ორი მატჩია დაგეგმილი, მეორე თამაში შემოდგომაზე შედგება. რაც შეეხება უზბეკეთს, მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტს 2025 წლის შემოდგომაზე ეწვევიან, მატჩის ზუსტი თარიღი ცნობილი ახლო მომავალში გახდება.
SMH Sports-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი, ცენტრალურ აზიაში სპორტის ინდუსტრიაში საქმიანობის გაფართოებისა და ახალი პროექტების შესახებ საუბრობს:
“SMH Sports-ის ოპერირება ყაზახეთში 2018 წლიდან დაიწყო, რაც უკავშირდება Setanta Sports-ის კომერციულ ზრდას, როგორც სატელევიზიო, შემდგომ ასევე ციფრულ სივრცეში. აღნიშნული პარტნიორობა 2021 წლიდან უზბეკეთის ბაზარზე გავრცელდა. Setanta Sports-თან ყაზახეთსა და უზბეკეთში სტრატეგიული თანამშრომლობა წლიდან წლამდე იზრდება რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ ქვეყნებში მალე ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემა, იტალიური La Gazzetta dello Sport-ი დაიწყებს ოპერირებას ლოკალურად, ისევე, როგორც ეს საქართველოში მოხდა 2024 წელს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიახლეა სპორტული აუდიტორიისთვის და ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციისთვის ამ ქვეყნებში. ასევე, გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაახარებს ლეგენდების მატჩები, რომლებიც SMH Sports-მა ყაზახეთსა და უზბეკეთში დააანონსა.
ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ორივე ქვეყნის სპორტის სამინისტროსთან და სხვადასხვა ფედერაციასთან და ამ პროექტების განხორციელებას მათთან შეთანხმებით ვახდენთ. აღსანიშნავია, რომ როგორც ყაზახეთში, ისე უზბეკეთში, სპორტს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, რაც არის მისასალმებელი და აგრეთვე არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, რომ უფრო მეტი პროექტის იმპლემენტაცია მოვახდინოთ ამ ქვეყნებში.”
SMH Sports
La Gazzetta Georgia
Lasha Machavariani
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ