დანიის მთავრობა გეგმავს აკრძალოს მობილური ტელეფონებისა და პერსონალური პლანშეტების გამოყენება სკოლებში და კლასგარეშე გაკვეთილებზე. შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში იგეგმება. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
აკრძალვის მიზანია დაეხმაროს ბავშვებს სწავლაზე ფოკუსირებაში. დანიის მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეების მესამედზე მეტმა აღიარა, რომ ტელეფონები გაკვეთილზე ყურადღებას უფანტავდა. ამავდროულად, სკოლების 84%-ს უკვე აქვს საკუთარი წესები გაჯეტების გამოყენების შესახებ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ მუშაობს.
ეს წინადადება არის დანიის მთავრობის მიერ შექმნილი კეთილდღეობის კომისიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი. ექსპერტები ასევე სთავაზობენ, რომ ბავშვებს 13 წლამდე არ მისცენ სმარტფონები და პლანშეტები და შეზღუდონ მათი წვდომა სოციალურ ქსელებში.
სმარტფონების გამოყენება უკვე აკრძალულია იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთისა და საბერძნეთის სკოლებში.
