პუტინმა ხელი მოაწერა ბელარუსების, ყაზახების და მოლდოველების ნატურალიზაციის გაიოლების ბრძანებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 18 დეკემბერს ხელი მოაწერა ნატურალიზაციის, ს მოქალაქეობის მიღების გაიოლების ბრძანებას ბელარუსის, ყაზახეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის.
ბრძანების თანახმად, ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ბინადრობის მოწმობის მიღების შემდეგ რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში პერმანენტულად იმყოფებოდნენ.
ამასთან, ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოეთხოვებათ გამოცდების ჩაბარება რუსეთის ისტორიასა და სახელმწიფოებრიობაში. ბელარუსის მოქალაქეებს მოეხსნათ რუსული ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებაც.
წელს უფრო ადრე პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უცხოელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება უფრო ადვილი გახდა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ – მოსკოვის მიერ ში წარმოებული ომის ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია