ოლექსი გონჩარენკო – ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ბოდიში უნდა მოუხადოს – რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე?

უკრაინელი დეპუტატის, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, მ შეერთებულ შტატებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
გონჩარენკომ, უკრაინის ევროპული სოლიდარობის ოპოზიციური პარტიის წევრმა BBC-ს განუცხადა, რომ ზელენსკი -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსისთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო.
„ის სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, რადგან ეს არ არის საბავშვო ბაღი, ეს არ არის კრივი. ეს ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. რა უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ზელენსკის სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებზეც ის პასუხისმგებელია? მან ბოდიში უნდა მოიხადოს“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე – გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! – არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ, მომავალშიც დაბლოკონ

გიორგი ვაშაძის ადვოკატი – ეს რომ სასამართლო არ არის, ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ პროცესების ამ ფორმით, ამ ინტენსივობით ჩანიშვნა, მეტყველებს, რომ დავალება აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ