“სევილიას” მწვრთნელად კიკე ფლორესი დანიშნეს

კიკე ფლორესს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმეს და ის ამ სეზონში გუნდის მესამე მწვრთნელია. 8 ოქტომბერს ხოსე ლუის მენდილიბარი გადააყენეს, 16 დეკემბერს კი დიეგო ალონსო.
16 ტურის შემდეგ ანდალუსიური კლუბი 13 ქულით ლა ლიგაში მე-17 ადგილზეა.
კიკე ფლორესი ბოლოს “ხეტაფეში” მუშაობდა, საიდანაც 2023 წლის აპრილში დითხოვეს.