ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო.
სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრება. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.
ამასთან, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.
პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს შენობაში აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
