2024 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 მილიონ 077 ათასი მგზავრი, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებული, ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 478.1 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 11.2%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2024 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 მილიონ 048 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.6%-ს შეადგენს და 8.6%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 28.3 ათასი მგზავრი, რაც 30.4%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 71.1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 28.9% (2024 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
