„თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
მათი თქმით, მზია ამაღლობელი საპატიმროში უკანონოდ იმყოფება და უნდა გათავისუფლდეს.
„შესაძლებელია გირაოთი მისი გათავისუფლება, თუმცა ჩანს, როგორ ექცევა პოლიტიკური რეჟიმი ქალებს. ამიტომ ამაღლობელის გათავისუფლების მოლოდინი არ გვაქვს“, – აცხადებენ შეკრებილები.
