უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 65 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 65 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 99 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 65 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 32 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, სუმისა და დონეცკის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო