– ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში – მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“

ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ – მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი განმარტებით, გარკვეული კანონები სწრაფად უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც „ქვეყანას ანგრევს“.
„საერთოდ, ეგეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ. მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“. რეალურად, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, ვინც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათი და შინაარსი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას არ ითვალისწინებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სათანადო საკანონმდებლო პროცესით უნდა გადაიხედოს.
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისია საკანონმდებლო პროცესის ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე