ისტორიული გადაწყვეტილებით, ვატიკანმა დაამტკიცა ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვა

ვატიკანმა 18 დეკემბერს მიიღო პაპ ფრანცისკეს მიერ დამტკიცებული, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება – რომ კათოლიკე სასულიერო პირებს შეუძლიათ დალოცონ ერთი და იმავე სქესის წყვილები, თუკი ეს მოხდება ეკლესიის რეგულარული რიტუალებისა და ლიტურგიების მიღმა.
ს დოკუმენტის თანახმად, ამგვარი დალოცვა არ მოახდენს ვითარების ლეგიტიმაციას, მაგრამ იქნება იმის ნიშანი, რომ ღმერთი ყველასთანაა.
ვატიკანი აზუსტებს, რომ ეს დალოცვა არ უნდა იყოს მიჩნეული ჰეტეროსექსუალური ქორწინების საიდუმლოს მსგავს აქტად.
დოკუმენტის თანახმად, სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ცალკეული შემთხვევებიდან გამომდინარე, “და არ უნდა შეაფერხონ ან აღკვეთონ ეკლესიის სიახლოვე ადამიანებთან, ნებისმიერ სიტუაციაში, თუკი ისინი ღმერთისგან დახმარებას ითხოვენ, უბრალო დალოცვის გზით”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!

პაატა ბურჭულაძე – თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში – რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება, მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც