“მშვიდობა საჭიროა რაც შეიძლება მალე”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს, რომ მშვიდობა საჭიროა, რაც შეიძლება მალე.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ჩვენ უკვე გვქონდა საუბრები და მომდევნო ნაბიჯებიც მალე იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებითად ვცადოთ ჩვენი დიპლომატია, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი.

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანადგურებს ჩვენს ქალაქებს. ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება, რომ ომი დასრულდეს და მივაღწიოთ უსაფრთხოების გარანტიებს.

ჩვენ ვმუშაობთ ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და დიდი იმედი გვაქვს -ს მხარდაჭერისა მშვიდობის გზაზე. მშვიდობაა საჭირო რაც შეიძლება მალე“ — წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლის მოსწავლეთა წახალისების მიზნით, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიაზე განცხადების მიღება მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყება და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

სენსაციებზე გამოკიდებაღა რჩება ოპოზიციური აზრის მთავარ მიმართულებად, მორიგი “სიბრძნე” შემოგვთავაზა გიგა ბედინეიშვილმა – ბიძინა ივანიშვილს, თურმე, არ აწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში – ექსპერტთა ნაწილის ორიგინალურობით გატაცება, რომ ხშირად კონსპიროლოგიაში გადადის