“უკეთესი მომავლის იმედად ვხსნით” – რესტორანი “სოფიკო” 15 მარტს გაიხსნება

“რესტორანი “სოფიკო” 15 მარტს გაიხსნება”, – ამის შესახებ BM.GE-სთან რესტორნის თანადამფუძნებელმა, ირაკლი კახიძემ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო და მარტის შუა რიცხვებიდან უკვე აქტიურად შეუდგება მუშა პროცესს.
“უფრო ადრე ვგეგმავდით რესტორნის გახსნას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო 15 მარტიდან გახსნა გადაწყდა. თან დათბება. რესტორანს უკეთესი მომავლის იმედად ვხსნით, რადგან ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურებულა.
ძალიან ბევრი კომპანიაა, მათ შორის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებიც ხელფასებს ვერ იხდიან. სასტუმროებს ძალიან უჭირთ”,- ამბობს ირაკლი კახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”