გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები სოფლებში მელექედურსა და გურიანთაში მოინახულა.
გია ჟღენტისა და კაკო თოლორდავას საცხოვრებელი სახლები დიდთოვლობის შედეგად დაინგრა.
პრემიერ – მინისტრის გადაწყვეტილებით დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა