სერბიის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა

სერბიაში 17 დეკემბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 48.91 პროცენტით ლიდერობს მმართველი, სერბიის პროგრესული პარტია – რომლის წარმომადგენელიცაა პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.
მეორე ადგილზე გადის ოპოზიციური, პროევროპული კოალიცია “სერბია ძალადობის გარეშე”, ხმათა 20.3 პროცენტით, შემდეგ, 6.88 პროცენტით მოდის უნგრელთა გაერთიანება ვოივოდინა – იუწყება საარჩევნო კომისია.
ეს მონაცემები თუ შენარჩუნდება, მმართველი პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს ქვეყნის 250-ადგილიან პარლამენტში და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
საარჩევნო კომისიას არ გამოუცხადებია დედაქალაქში, ბელგრადში ასევე გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგები – მას მერე, რაც კოალიციამ “სერბია ძალადობის გარეშე” გაყალბებაზე განაცხადა და თქვა, რომ შედეგებს არ მიღებს.
ოპოზიცია და ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დროდადრო დარღვევებზე იუწყებოდნენ. სერბიაში იმყოფებოდა 5,800-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, ისინი თავიანთ ანგარიშებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი ს პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან – მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში ში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.

ასევე დაგაინტერესებთ