ავსტრიის ახალი კანცლერი კრისტიან შტოკერი გახდა

კრისტიან შტოკერმა ავსტრიის კანცლერის პოსტზე ფიცი დადო, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შტოკერი ხელმძღვანელობს სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას, რომელშიც შედიან მემარჯვენე ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (ÖVP), „სოციალ-დემოკრატები“ (SPÖ) და ლიბერალური „ნეოსი“.
ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომელიც შარშან ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვებას მოჰყვა.