გლობალური სამგზავრო მიმოსვლა იანვარში 10%-ით გაიზარდა ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა წინა წელთან შედარებით 12.4%-ით, ხოლო შიდა 6.1%-ით გაიზარდა. დატვირთულობის კოეფიციენტმა (PLF) 82.1%-ს მიაღწია, რაც იანვრის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
IATA-ს მონაცემებით, იანვარში, გლობალური სამგზავრო მიმოსვლის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+16.1%) და აფრიკაში (+15%). ზრდა ასევე დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (+9,6%), ლათინურ ამერიკაში (+7,9%), ევროპაში (+7,4%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (+3,4%).
”ჩვენ ვნახეთ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა მიმდინარე წლის იანვარში… ფლოტისა დეფიციტისა და ინფრასტრუქტურის პირობებში, ავიაკომპანიები მოთხოვნას წარმატებით უმკლავდებიან”, – თქვა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა უილი უოლშმა განცხადებაში.
