ხარაგაულში უხვი ნალექის გამო ხეობაში დარჩენილი მესამე პირის ადგილსამყოფელიც დადგენილია

ხარაგაულში უხვი ნალექის გამო, ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც, იპოვეს. ოლეგ კოჩაძეს, რომელსაც საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდა, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დრონებით ხდებოდა ხეობის დათვალიერება და სწორედ, მათ მიერ მოხდა პირის ადგილსამყოფლის დადგენა.
ამ დროისთვის ჯგუფი აღნიშნული ტერიტორიისკენ მიემართება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში, სამ პირთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხდებოდა. ორი პირის ადგილსამყოფელზე მაშველები რამდენიმე დღის წინ მივიდნენ, მესამეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან