დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება

დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას და დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
„მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და მცირე ინფრასტრუქტურულ ზიანს. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ საქმე ეხება კონკრეტული შენობა-ნაგებობის, სახლის მდგრადობას, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს დასკვნა, ან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ამ შემთხვევაში ასეთ ოჯახებს მუნიციპალიტეტი გაიყვანს ქირით. არავინ არ დარჩება ჭერის გარეშე, ამ შემთხვევაში დაითვლება ზარალი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს