ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე – ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც [ ს ე.წ საპრეზიდენტო ] ჩატარდა, – ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, – აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.