მედია: დოკუმენტი: “ოცნებამ” თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო

“ტვ პირველმა” მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ექვსი დღის დაგვიანებით დაიწყო თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება.

“ტვ პირველის” ხელშია 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ჩანს, რომ ოზურგეთის მერიამ სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების მომარაგებაზე ზრუნვაც ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო. არადა 21 თებერვლიდან უკვე იცოდნენ, რომ ხალხი ურთულეს მდგომარეობაში იყო – უწყლოდ, საკვების გარეშე, უშუქოდ და სრულ იზოლაციაში.

27 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელმაც პირველადი საკვები პროდუქტები გადასცა ოზურგეთის მერიას, ეს მაშინ, როდესაც თავად ოზურგეთის მერია წერს, რომ 21 თბერვლიდან არის სტიქია და პრობლემა. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ავთანდილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით”- ამბობს კორუფციის ექსპერტი და კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბესიკ დონაძე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს