ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ისევ წარდგებიან სასამართლოს წინაშე

თითქმის 10 წლის წინ, კორუპციაში დასდეს ბრალი მსოფლიო ფეხბურთის ორ უმსხვილეს ჩინოვნიკს – ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის. 2022 წელს, სასამართლომ მათ მიმართ გამამრთელებლი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ამით საქმე არ დასრულებულა.
როგორც სააგენტო Associated Press წერს, შვეიცარიის პროკურატურამ უკვე მაშინ შეიტანა აპელაცია ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ სასამართლო პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. საქმეს განიხილავს ბაზელის სასამართლო, რომელიც განაჩენს 25 მაისს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ ბლატერსა და პლატინის ბრალას ედებათ თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება და თანხების მითვისება. კერძოდ, პლატინის ადანაშაულებენ ფიფა-ს კუთვნილი ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვაში მას შემდეგ, რაც რუსეთსა და ყატარს მიენიჭათ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება.