თუ სახელმწიფო დაფინანსება გაიზრდება, წარმადობის გაორმაგებას ვგეგმავთ – “აგრობადე”

კომპანიის წარმადობის ზრდა, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ზრდაზეა დამოკიდებული – ამის შესახებ კომპანია “აგრობადეს” დამფუძნებელმა, ავთო მაისურაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო ფერმერებს წვეთოვანზე 50%-ით, ნერგებზე 70%-ით და ბადეებს 10%-ით აფინანსებს. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა ბადეების დაფინანსების ზრდის მიზნით სახელმწიფოს არაერთხელ მიმართეს. საუბარია, რომ ბადეების გადაფარვის დაფინანსება 40%-მდე გაიზარდოს, რადგან პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდოს.
მაისურაძის თქმით, ფერმერებს დამოუკიდებლად საქმიანობის განხორციელება არ შეუძლიათ, შესაბამისად, იმ პროდუქტებზე მოთხოვნა, რომლებზედაც თანადაფინანსება მოქმედებს, ინტერესი და მოთხოვნა მეტია.
“თუ სახელმწიფოს მხრიდან ბადეებზე დაფინანსება გაიზრდება, ფერმერებს გაუადვილდებათ მიწის ნაკვეთის დასაცავად მისი შეძენა და ამ პროდუქტზე მოთხოვნაც გაიზრდება. ახლა, დღეში 5000 კვ.მ ბადეს ვუშვებთ, თუმცა თუ მოთხოვნა გაიზრდება, წარმადობას გავაორმაგებთ. ამჟამად, კომპანიაში 20 ადამიანს ვასაქმებთ, მაგრამ ვთვლით, რომ მოთხოვნის ზრდის პარალელურად, დასაქმებულების 30-მდე გაზრდას შევძლებთ.
გვაქვს წინასწარი ჯავშნები და სამუშაო პროცესში ვართ”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დასძენს, რომ 1 კვ.მ ბადის ღირებულება 1 ლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასები ზრდის მიმართულებით არ დაუკორექტირებიათ.
რაც შეეხება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ეფექტს, ავთო მაისურაძე აცხადებს, რომ მათზე აქციები არ აისახება, ვინაიდან იქ [აქციცაზე] ფერმერები არ დგანან.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 2023 წლის მაისში ამოქმედდა. ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი – დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია.