“უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაში ვიცვლები” – ზელენსკი თანამდებობის დატოვებაზე

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ში გაწევრიანდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სქაი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ს ჩატარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის „ნატო-ში გაცვლადია“.
„მე უკვე ვთქვი, რომ ნატო-ში გაწევრიანებაში ვცვლი. ნატო-ში გაწევრიანება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემი მისია შევასრულე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მისი შეცვლისთვის მხოლოდ არჩევნების ჩატარება საკმარისი არ იქნება.
„ჩემი შეცვლა ადვილი არ იქნება, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ არჩევნების ჩატარება. თქვენ მოგიწევთ, ხელი შეუშალოთ ჩემს მონაწილეობას და ეს ცოტა უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
1tv.ge