„ოსკარის“ გამარჯვებულები მამაკაცის და ქალის როლების შემსრულებლების ნომინაციებში ედრიუ ბროუდი და მაიკი მედისონი გახდნენ

„ოსკარის“ 97-ე დაჯილდოების გამარჯვებული მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ედრიუ ბროუდი გახდა ფილმში : „ანორა“ შესრულებული როლისთვის.
ამავე ფილმში ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებლისთვის „ოსკარი“ მსახიობ მაიკი მედისონს გადაეცა.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ზოი სალდანი დასახელდა ფილმში : „ემილია პერესი“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი „ოსკარი“ კირან კალკინს გადაეცა ფილმისთვის „ანორა“.
საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა ფილმისთვის : „ანორა“. ფილმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარის და ფილმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებშიც.
ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში მიმდინარეობს. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ