გვინეაში ნავთობის ტერმინალში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 84-ზე მეტი

გვინეაში, კონაკრიში, ნავთობის ტერმინალში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 84-ზე მეტი. მედიის ცნობით, ტერიტორიიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი, დახურულია სკოლები. სამართალდამცველები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

როგორც Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, შემთხვევის ადგილას ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია ტერმინალის დაზიანების ხარისხი და აფეთქების გამომწვევი მიზეზი.