სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება

საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების სიმრავლეა. დან ავიარეისების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით კი რეისების რაოდენობა იზრდება. თუ აქამდე თვითმფრინავები საქართველოს დედაქალაქში მხოლოდ სამშაბათს და შაბათს დაფრინავდნენ, ახლა განრიგს ხუთშაბათიც დაემატა.

ამრიგად, სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ფრენების საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება. Georgian Airways-ის წარმომადგენლის თქმით, თუ ამ მარშრუტზე მოთხოვნა მაღალი იქნება, რეისები ყოველდღიურად განხორციელდება.

ცნობისთვის, Georgian Airways-მა თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში ფრენები 10 დეკემბრიდან დაიწყო. კომპანია სანქტ-პეტერბურგში ავიარეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას ასრულებდა.