ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის – მარკ რუტე

NATO-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად, ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა ლონდონის სამიტზე, რომელიც უკრაინის კრიზისს და რეგიონის უსაფრთხოების საკითხების მიეძღვნა.
სოციალურ ქსელ X-ზე მარკ რუტე იმ სამი მთავარი საკითხს ასახელებს, რაზეც ლონდონში იმსჯელეს:
“1. უკრაინის დახმარება დღეს. საჭირო იქნება ევროპაში ყველას მხრიდან უფრო მეტის გაცემა.
2. ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. ევროპა აქ ნამდვილად წინ მიიწევს.
3. NATO-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად, ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის”.
ლონდონის სამიტს ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის თავად უკრაინის პრეზიდენტი , საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები. ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.