საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ამასთან, საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლა.
მატჩის ორივე ნახევარი “ბორჯღალოსნების” სრული უპირატესობით წარიმართა. კერძოდ, პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით – 29:0 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნები“ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კი კვლავ თბილისში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”