ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა. მოვემზადოთ უარესისთვის და გავაძლიეროთ თავდაცვა –

ევროკომისიის პრეზიდენტი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჰქონდათ “კარგი და გულწრფელი დისკუსია”.
მისი თქმით, განიხილეს რა არის საჭირო, რომ ძლიერ მდგომარეობაში იყოს. მისი თქმით, ს სჭირდება “უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები”, რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.
ამასთან, ის ამბობს, რომ „სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“ . ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს შესაბამის გეგმას 6 მარტს წარუდგენს.
„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება – იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“, – დასძენს ის.
კითხვაზე, მისი გზავნილის შესახებ -სთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:
”ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა – არ შეგიძლია შეიჭრა… დააშინოთ მეზობელი ან საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით”.
ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობდა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დასრულდა და ლიდერები ტოვებენ ლანკასტერის სასახლეს, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის პრესკონფერენცია იგეგმება.