რუსეთმა ბორის აკუნინი ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა. როგორც BBC წერს, ჯერჯერობით უცნობია, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე აკუნინის წინააღმდეგ.
აქვე, ცნობილია, რომ გასულ კვირას, აკუნინთან და კიდევ ერთ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან ურთიერთობა გაწყვიტა მსხვილმა გამომცემლობამ АСТ-მა.
“ვფიქრობ, რომ ყველა სხვა რუსი კულტურული მოღვაწე, რომელიც ეწინააღმდეგება პუტინის დიქტატურას, სიამოვნებით დაგეხმარებით და მონაწილეობას მიიღებთ”, – თქვა აკუნინმა.
მწერალმა 2014 წელს ს ანექსიის და დონბასში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა. როგორც “მედიაზონა” განმარტავს, აკუნინი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფედერალურ ძებნილ სიაში ჯერ არ არის დამატებული.