ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ზალცბურგთან“ 1:3 დამარცხდა.
„შტურმი“ 72-ე წუთამდე 1:0 იგებდა, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვა და წააგო. როგორც ჩანს, რამდენიმე ტურნირზე მონაწილეობის გამო, გრაცული გუნდის ფეხბურთელები გადაიღალენ და ეს შედეგებზე აისახა.
სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: sofascore 6.9, flashscore 6.5.
„შტურმს“ 40 ქულა აქვს, ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერია და 9 მარტს „გრაცერს“ დაუპირისპირდება.
ზალცბურგი – შტურმი 3:1
გოლები: 0:1 სტანკოვიჩი (10), 1:1 ვერტესენი (72),
2:1 ნენე (84), 1:3 ონისივო (87)
