საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით გაეწევათ დახმარება.
სურსათის დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების მერიების, საკრებულოების, გურიის დელეგატის ბიუროების, თავდაცვის ძალების, გადაუდებელი სამსახურების, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოხალისეები.
სტიქიის პირველივე დღეებიდან სამივე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ლანჩხუთს 577 39 83 22, 599 05 87 00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 577 60 13 04;595 80 10 21; 595 80 10 06
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 599 226 423; 599 222 609
