ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ლონდონის თავდაცვის სამიტზე ხაზს გაუსვამს ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი.
„მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა.
„მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.