ქუთაისის ოფროუდ ფედერაცია ნანუკა ჟორჟოლიანს სიცრუეში ამხელს

ქუთაისის ოფროუდ ფედერაციის წარმომადგენელი ვალერი ვაშაკიძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში მათზე გავრცელებულ პოსტებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დღემდე არცერთი თეთრი არავისგან არ აუღიათ და საზოგადოებას მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა „ნანუკას ფონდში“.
„ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ არ დაუჯეროთ არავინ!! ჩვენი ფოტო აიღეს უკითხავად!
ჩვენ გამო არავინ არაფერი არ ჩარიცხოთ არცერთი თეთრი ნანუკას ფონდში! დღემდე ისე ვმოძრაობდით არცერთი თეთრი არ აგვიღია არავისგან!
შეგნებულად არ ვართმევდით არავის არაფერს ასეთი რამე რომ არ მომხდარიყო,
მაგრამ მაინც ასე უაზროდ იქცევიან! ფედერაციის თითოეულმა წევრმა აკრიბა თანხა და დაეხმარა ხალხს! ყველაფრით ნუ სარგებლობთ!“ – წერს ვალერი ვაშაკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა