დღეს მართლმადიდებლები შენდობის კვირას აღნიშნავენ

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.
ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთსაც სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.ყველიერის კვირას მორწმუნეები ასევე იხსენებენ ადამის სამოთხიდან განდევნას და ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ ეკლესიისგან საკუთარი ნებით დაშორებული ადამიანი სულიერ სამყაროსთან კავშირს კარგავს. ყველიერის კვირის დასრულების შემდეგ დიდი მარხვა იწყება. ამ პერიოდში ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის.2025 წელს დიდი მარხვა 3 მარტს იწყება, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 20 აპრილს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია – რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის

ლორა თორნტონი – ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალია, მაგრამ ვიკამათებ, რომ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა – ფატალური ნაკლი იყო “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია