ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება – ორი მწყემსი მაშველებმა უკვე იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ.
როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, მათგან ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი, საკუთარი ნებით რჩება ადგილზე. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ლურსმანაშვილის თქმითვე, მწყემსის ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება.
შეგახსენებთ, რომ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკარაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ