ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად ბადრა გუნბამ გამოაცხადა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო ს მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ბადრა გუნბამ. წინასწარი შედეგების გაგების შემდეგ, რომელის მიხედვითაც, ის ლიდერობს, მან მხარდამჭერებს მიმართა:
„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია… ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს ს ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“.
გუშინ, 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მაში პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობდნენ: ადგურ არძინბა (36,92%) და ბადრა გუნბა (46,38%). ს წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.
· აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მიმდინარე მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო, თანამდებობა დატოვა 2020 წელს „არჩეულმა“ ასლან ბჟანიამ.