მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს – “მილუოლის” მეკარე ამ ქმედების შემდეგ მაშინვე გააძევეს [VIDEO]

FA თასის მერვედფინალში “კრისტალ პალასმა” “მილუოლი” 3:1 დაამარცხა. მე-7 წუთზე “არწივების” ერთ-ერთ ლიდერ ჟან-ფილიპ მატეტას “მილუოლის” მეკარემ ლიამ რობერტსმა ბუცი თავში ჩაარტყა, ფრანგი ფორვარდი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რობერტს კი მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა.
“კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს და საავადმყოფოდან გაწერეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მატჩის გამოტოვებით დაისჯება რობერტსი.