მარია ზახაროვა – ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„28 თებერვალს, ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს. რუსულმა მხარემ ვ. ზელენსკის არაადეკვატურობის, კორუმპირებულობისა და არასაიმედოობის შესახებ არაერთხელ განაცხადა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი.
„დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი, მშვიდობის უარყოფით, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელი რჩება.
„როგორც აქამდე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ ნამდვილი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები სრულად იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ისევე როგორც „ადგილზე“ არსებული რეალობის აღიარება, რუსეთის უცვლელ მიზნებად რჩება. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას კიევი და ცნობილი ევროპული დედაქალაქები, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა უფრო ახლოს იქნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?