ბოლო 12 წელში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა – TI

ბოლო 12 წელში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) იუწყება და აქვეყნებს მონაცემებს, რომელიც ჩინეთთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს ასახავს:
· 2003-2012 წლებში ჩინეთიდან 132 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი – 655 მლნ დოლარი.
· 1995-2012 წლებში საქართველოში 451 კომპანია დაარეგისტრირეს ჩინეთის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი – 1 893 კომპანია.
· 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო (26 მლნ ექსპორტი, 614 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 3-ჯერ მეტი – 1 916 მლნ დოლარი (303 მლნ ექსპორტი, 1 613 მლნ იმპორტი).
· 2012 წელს ჩინეთიდან 7 633 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 12-ჯერ მეტი – 88 583 ვიზიტორი.
· ჩინურმა კომპანიებმა ასობით მლნ დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს მთავრობის დაკვეთით.
· საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და -ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია.
· 2023 წლის ივლისში საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”