გიორგი ვაშაძე: ქოცებო, ტყუილად “ეტენებით” ტრამპს – ვინც არჩევნები გააუქმა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, იმისთვის თავისუფალ სამყაროში კარი დახურულია!

“ქოცებო, ტყუილად “ეტენებით” ტრამპს – ვინც გააუქმა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, იმისთვის თავისუფალ სამყაროში კარი დახურულია!
სჯობს მოუსმინოთ ქართველ ხალხს და დროზე დანიშნოთ არჩევნები, რაც არ უნდა აქოთ და ადიდოთ ტრამპი ფარისევლურად თქვენთვის ცივილიზებული მსოფლიოს კარი მაინც დაკეტილი იქნება!
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის ღირებული წევრი და ქართველი ხალხიც აუცილებლად გაიმარჯვებს!” – წერს კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში.