მხილება გრძელდება, გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კომენტარს აკეთებს დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ხმაურიან დაპირისპირებაზე, რომელიც 28 თებერვალს, თეთრ სახლში, მათი შეხვედრისას მოხდა.
“ნაც.აგენტურა ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, ქართულმა ოცნებამ მოიგონა, რუსული ნარატივიაო.
გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.
მხილება გრძელდება.
პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ დიფ სთეითის და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!”- წერს მამნუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ – შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?