გერმანიის საელჩო – გამოვხატავთ ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო

„გერმანიის საელჩო გამოხატავს ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო, – ამის შესახებ გერმანიის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებსა და დაზარალებულ მოსახლეობას გამძლეობას უსურვებს.
„გერმანიის საელჩო გამოხატავს ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო. ვუსურვებთ ყველას, ვინც ხალხს ეხმარება, მათ შორის დღეების განმავლობაში სტიქიის ზონაში მყოფ სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს, მრავალრიცხოვან მოხალისეებს და განსაკუთრებით იმერეთში, გურიასა და სხვა დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს გამძლეობას“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას